კონგრესმა დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული ს ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე კონგრესში ჩატარდა საპრეზიდენტო ს შედეგების სერტიფიცირების ტრადიციული პროცედურა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ერთობლივი სხდომა ვაშინგტონში 6 იანვარს გაიმართა. კონსტიტუციის თანახმად, ამ პროცედურას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური, ამომრჩეველთა კოლეგიისგან მიღებული შედეგები გამოაცხადა -ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა, რომელიც არჩევნებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.
ჰარისმა კონგრესის წინაშე გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა კოლეგიიდან 312 ხმა მიიღო, კამალა ჰარისმა კი – 226.
„მე გავაკეთე ის, რასაც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი“, – განუცხადა კამალა ჰარისმა ჟურნალისტებს კონგრესში პროცედურის დასრულების შემდეგ. ჰარისის თქმით, მან კონსტიტუციისადმი ერთგულების ფიცი დაიცვა.
ოთხი წლის წინ, როცა დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენთან დამარცხდა და შედეგებს არ აღიარებდა, კონგრესში ანალოგიური პროცედურის დროს შენობაში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს ბაიდენის გამარჯვება არ დაედასტურებინა.
2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1500-ზე მეტი პირის წინააღმდეგ.
78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“