კონგრესის წევრებმა ვაშინგტონი დატოვეს უკრაინის დახმარების შესახებ შეთანხმების მიუღებლად, თუმცა სენატი მომავალ კვირაშიც იმუშავებს

აშშ-ის კანონმდებლებმა 14 დეკემბერს ვაშინგტონის დატოვება დაიწყეს ისე, რომ არ ჰქონდათ დამტკიცებული უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შეთანხმება – იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა სენატის რესპუბლიკელებთან, რომლებიც ცვლილებებს მოითხოვენ აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების პოლიტიკაში.
სენატის წევრები იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირაში დაამტკიცებენ შეთანხმებას ახალი შეზღუდვების დაწესებაზე აშშ-ის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის და ასევე დაამტკიცებენ 110 მილიარდი დოლარისგან შემდგარ დახმარების პაკეტს უკრაინისთვის და ისრაელისთვის, ისევე, როგორც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინიციატივებისთვის.
მაგრამ წარმომადგენელთა პალატას არ გამოუვლენია ნიშნები რომ აპირებს ამ კანონმდებლობასთან დაბრუნებას მის დასამტკიცებლად მთელი კონგრესის მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს