კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გრიპის მსგავსი სიმპტომების მქონე უცნობი დაავადებით, 79 ადამიანი გარდაიცვალა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სულ მცირე, 79 ადამიანი გარდაიცვალა უცნობი დაავადებით გრიპის მსგავსი სიმპტომებით. ამის შესახებ BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
დაავადების აფეთქება დაფიქსირდა კონგოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კვანგოს პროვინციაში. დაავადება ძირითადად მოზარდებს აწუხებთ – დაღუპულთა უმეტესობა 15-დან 18 წლამდე იყო.
300-ზე მეტ ადამიანს აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ცხელება, თავის ტკივილი, სურდო და ხველა, სუნთქვის გაძნელება და ანემია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის ფილიალმა გაგზავნეს ექიმთა გუნდები კვანგოს პროვინციაში დახმარების გასაწევად, დაავადების შესასწავლად და ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშების შესაგროვებლად.