კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს მიწვევით ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს მიწვევით ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე და მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე, ევროპის საბჭოს განათლების საკოორდინაციო კომიტეტის (CDEDU) ინიციატივის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ სტრასბურგში გამართულ “ციფრული მოქალაქეობის განათლების” ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრებზე. ინიციატივა მიზნად “ციფრული მოქალაქეობის განათლების” (DCE) ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებას ისახავს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ასაკის შესაბამისი სწავლება, სადისკუსიო თემები, საგაკვეთილო გეგმები, პროექტული იდეები, ონლაინ კურსები და საგანმანათლებლო რესურსები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
ეროვნულ ექსპერტთა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ციფრული მოქალაქეობის თვალსაზრისით თავიანთი ქვეყნების გამოცდილებებზე იმსჯელეს და ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის; სწავლებისა და შემოქმედებითობის; მედია და ინფორმაციული წიგნიერების; ეთიკისა და ემპათიის; ასევე, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის; ციფრული იდენტობისა და კომუნიკაციის; აქტიური მონაწილეობის; უფლებებისა და მოვალეობების; კონფიდენციალურობის; უსაფრთხოების და მომხმარებლის ცნობიერების მიმართულებით, რეკომენდაციები შეიმუშავეს. „ციფრული მოქალაქეობის განათლების“ ჩარჩო-დოკუმენტი წევრ ქვეყნებს ციფრული მოქალაქეობის განათლების დანერგვაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, მედიაწიგნიერების სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Next: საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, ხელი მოეწერა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო