კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტები დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული ექსპერტებისგან – ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან კი, კომიტეტში მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლის არჩევა ხდება. ექსპერტული კომიტეტები მედიისა და ინფორმაციული საზოგადოების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე ევროპის საბჭოს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე არიან პასუხისმგებლები.
ორი ახალი ექსპერტული კომიტეტის, კერძოდ: ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების (MSI-eSEC) და გამოხატვის თავისუფლებაზე გენერირებადი ს გავლენის (MSI-) CDMSI-მა კომიტეტის რიგით 24-ე სხდომაზე ჩაატარა. მმართველი კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეც მონაწილეობდა, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით დანერგვა, მედიის მდგრადი დაფინანსების საუკეთესო პრაქტიკა, მეტავერსი და მისი გავლენა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე.
სხდომა მომავალი 2 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და CDMSI-ის ექსპერტული კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების განხილვას ემსახურებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო