კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფორმულას ქართული ოცნების წარმომადგენელი უჩივის

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფორმულას ქართული ოცნების წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ “კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება”.
ივანიშვილის პარტია მოითხოვს “მაუწყებლობის შესახებ” კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ფორმულას და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.
საჩივარში, რომელიც ტელევიზია ფორმულამ დღეს მიიღო, მოცმულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც ქართული ოცნების რწუმნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა ფორმულამ კანონი.
“საჩივრის საფუძველია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები”, – წერია დოკუმენტში.
კერძოდ, მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტს, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”.
განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის “რეჟიმად მოხსენიებას”. საჩივარში მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “რეჟიმის პატიმარი,” რეჟიმის წარმომადგენელი” და ა.შ.
ქართული ოცნება ფორმულას ს “ოლიგარქად” მოხსენიების გამოც უჩივის.