კომუნიკაციაში კვარაცხელიაც ეხმარებათ – როგორია ზაბარნისა და საფონოვის ურთიერთობა პსჟ-ში

რუსული Sport24 იმის შესახებ წერს, თუ როგორია უკრაინელი ილია ზაბარნის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ მისი და მატვეი საფონოვის ურთიერთობა. გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით ამ ამბავს ჰყვება.
ზაბარნისთან დაახლოებული წყარო: “ილიასა და საფონოვს შორის პირველი შეხვედრა უკრაინელთან კონტრაქტის ხელმოწერიდან მალევე შედგა. პირველივე ვარჯიშზე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და სამუშაო საკითხებზე რუსულად ისაუბრეს.
პსჟ-ისთან დაახლოებული წყარო: სა და უკრაინის ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით, ილიას ტრანსფერის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს, სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუსის ინიაციატივით, მათ ზაბარნისა და საფონოვთან შეხვედრა გამართეს.
ფეხბურთელებს აუხსნეს, რომ გუნდში პოლიტიკის თემა არ უნდა წამოიჭრას და შეხვედრას მარკინიოსიც ესწრებოდა, რომელიც ინარჩუნებს ბალანსს და ხელს უწყობს გასახდელში მხოლოდ სამუშაო ატმოსფეროს შენარჩუნებას.
სიტუაცია სოციალურ ქსელში ზაბარნის მეუღლის პოსტმა გაამწვავა, რომელმაც დაწერა, რომ სამწუხაროდ, ამ პლანეტიდან რუსების წაშლა შეუძლებელია და ამ უდღერ ერს მთელი მსოფლიო ვერ იტანს.
Sport24 წერს, რომ ილიას აგენტმავასერმანმა, მის მეუღლეს სთხოვა პუბლიკაციების წაშლა. ეს გაკეთდა გუნდისთვის პოლიტიკური და იმიჯის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სადაც რუსი მეკარე საფონოვი უკვე თამაშობს.
Sport24-ის წყარო, რომელიც კარგად იცნობს სიტუაციას: მატვეიმ მაშინვე ნათლად განაცხადა, რომ მას ზაბარნის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვს. ის მზადაა დაეხმაროს მას ადაპტაციასა და ერთად თამი, ეროვნებისა და პოლიტიკური გარემოებების მიუხედავად.
პსჟ-ს პრესსამსახურმა შეადგინა კითხვების სია, რომელთა დასმაც შესაძლებელია და არ შეიძლება საფონოვთან და ზაბარნისთან ინტერვიუებში. ეს კეთდება პოლიტიკური ელიტის მხრიდან ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და მედიიდან არასწორი ციტატების გამორიცხვის მიზნით.
Sport24-ის წყარო: ვარჯიშის დროს ეხმარება საფონოვს და ზაბარნის. ის ასევე საუბრობს რუსულად და ეს აშორებს ბარიერებს კომუნიკაციაში. თამაშის ეპიზოდებში ისინი ინგლისურს იყენებენ. თუმცა, ზაბარნისა და საფონოვს შორის მეგობრობა არ არსებობს – ეს წმინდა სამუშაო ურთიერთობაა.
მატვეის წასვლაზე საუბრობენ, მაგრამ კამპუშმა (სპორტული დირექტორი) დაარწმუნა, რომ ის პროექტის ნაწილად რჩება, როგორც ლუკ შევალიეს შემცვლელი. საფონოვი მზადაა, პირველი ნომრის პოზიციისთვის იბრძოლოს და ზაბარნისთან ერთად ითამაშოს, პოლიტიკისთვის ყურადღების გარეშე.
ფიქრობს თუ არა კვლავ საქართველოს ნაკრებში თამაშზე – მარადიშვილმა ამ კითხვას უპასუხა
“წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ნანტთან” მატჩამდე?
ზაბარნი უკვე პარიზშია – პსჟ ტრანსფერს ოფიციალურად მალე გამოაცხადებს
ოფიციალურად: პსჟ-მა ზაბარბის ტრანსფერი გამოაცხადა
საფონოვმა პსჟ-ის დატოვებაზე უარი განაცხადა – რეალურად რა ხდება პსჟ-ისა და დონარუმას შორის
ზაბარნის მეუღლე: უდღეურ რუსებს მსოფლიო ვერ იტანს და არსებობის უფლება არ აქვთ
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რა შემთხვევაში შეეძლებათ ზაბარნისა და საფონოვს თანაგუნდელობა
“თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა” – პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
“როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს” – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა “ტოტენჰემთან” გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
როცა ყველა წასვლისკენ მოგიწოდებს – საფონოვისა და პსჟ-ის თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის – ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
რა რეაქცია ჰქონდა “გალათასარაის” პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს – იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
“წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ნანტთან” მატჩამდე?
რამდენს გამოიმუშავებს ზაბარნი პსჟ-ში? – უკრაინელის ანაზღაურება ცნობილია
“ცვლილებები გვჭირდება” – ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს