კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ

CoinGecko-ს მონაცემებით, საჯარო კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ შემდეგნაირად გამოიყურება:
ჩამონათვალში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy ლიდერობს, რომელიც IT და მონაცემთა ანალიტიკაზეა ფოკუსირებული. კომპანია ამჟამად 174,530 ბიტკოინს ფლობს, რომლის საერთო ღირებულება 12 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
$1 მილიარდზე მეტის ღირებულების ბიტკოინებს ამჟამად MicroStrategy-ის გარდა კიდევ ერთი კომპანია, Galaxy Digital-ი ფლობს და მეორე პოზიციას იკავებს. მას 17,518 ბიტკოინი აქვს, რომელთა საერთო ფასი $1.2 მილიარდს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ სიის პირველი ათეული მთლიანად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიებითაა დაკომპლექტებული.
1. MicroStrategy (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 174,530 ($12 159 698 501)
2. Galaxy Digital (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 17,518 ($1 220 498 472)
3. Marathon Digital (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 13 716 ($955 608 919)
4. Tesla (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 10 500 ($731 546 635)
5. Hut 8 (კანადა)
ბიტკოინის რაოდენობა: 9 366 ($652 539 599)
6. Coinbase (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 9 181 ($639 650 444)
7. Block Inc. (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 8 027 ($559 249 985)
8. Riot Platforms (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 7 327 ($510 480 209)
9. Hive Blockchain (კანადა)
ბიტკოინის რაოდენობა: 2 596 ($180 866 197)
10. CleanSpark (აშშ)
ბიტკოინის რაოდენობა: 2 575 ($179 403 103)