დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს, რომელიც 3 საათს გაგრძელდა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვას, როგორც 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე აქციებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული პირების განთავისუფლება.
გაფიცვას და მოთხოვნებს სრულად შეუერთდა და სამუშაო პროცესი შეაჩერა 400-მდე კომპანიამ. კომპანიების ნაწილმა, გაავრცელა განცხადება, სადაც თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლების მიმართ პატივისცემა და ღიაობა დაადასტურა. კომპანიების ნაწილს, არ დაუფიქსირებია არანაირი პოზიცია, თუმცა მათი თანამშრომლები, ან თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.
bm.ge გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც გაფიცვა არ გამოუცხადებიათ, თუმცა თანამშრომლების ნაწილი, ან ყველა თანამშრომელი გაიფიცა: