კომპანიების 65%-ის ნაცვლად, რომლებიც 2024 წელს ინვესტიციების ზრდას გეგმავდა, ახლა 58% გეგმავს – BAG

BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში, 2024 წლის I კვარტალთან შედარებით საინვესტიციო პროგნოზები გაუარესებულია.
დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის საინვესტიციო გეგმის შესაფასებლად 2024 წლის I კვარტალში ჩატარდა ინვესტიციების კვლევა, ხოლო 2024 წლის III კვარ­ტალ­ში მოხდა ამ პროგნოზის განახლება.
2024 წლის III კვარ­ტალ­ში გა­მო­კით­ხუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის 58%-მა გა­ნაც­ხა­და, რომ 2024 წელს, 2023
წელ­თან შე­და­რე­ბით, მათ მი­ერ ჯა­მუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა გა­იზ­რ­დება. ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­მო­კით­ხუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის 35% ჯა­მუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში
ცვლი­ლე­ბას არ მო­ე­ლის, ხო­ლო 7% მოელის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კლებას.
აღსანიშნავია,რომ 2024წლის III კვარტალში,2024 წლის I კვარტალთან შედარებით, გაუარესებულია
საინვესტიციო პროგნოზები 2024 წლისთვის. კერძოდ, ნაცვლად კომპანიების 65%-ისა, რომლებიც
გეგმავდა ინვესტიციების ზრდას 2024-ში, ახლა მხოლოდ 58% გეგმავს ინვესტიციების გაზრდას.

სექტორების მიხედვით, ინვესტიციების პროგნოზი ყველაზე მეტად (33 პროცენტული პუნქტით)
მშენებლობის სექტორში შემცირდა, კერძოდ, 2024 წლის I კვარტალში კომპანიათა 90% თვლიდა,
რომ 2024-ში გაიზრდებოდა მათი ინვესტიციები, ხოლო III კვარტალში მხოლოდ 57%.
სექ­ტო­რებს შო­რის, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნი 2024 წელს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის განხორ­ცი­ე­ლებას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვაჭრობის სექ­ტორ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. ვაჭრობის სექ­ტორში გა­მო­კითხულ კომპა­ნი­ა­თა 63% გეგ­მავს ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზრდას. მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში
იგივე მო­ლო­დი­ნი გა­მო­კითხულ კომ­პა­ნი­ა­თა 58%-ს აქვს, ხოლო მშენებლობის სექ­ტო­რებ­ში 57%-ს.
2024 წელს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­დე­ბი­თი პროგ­ნო­ზე­ბი უფ­რო მე­ტად და­ფიქსირ­და აღჭურვილობის მიმართულებით, ხოლო შედარებით ნაკლები პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფის/მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბისა და შენობა-ნაგებობების მიმართულებით. გა­მო­კით­ხულ­თა 58% მო­ე­ლის,
რომ 2024 წელს მა­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გაიზ­რ­დე­ბა აღჭურვილობის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მსგავ­სი მო­ლოდინი­პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მი­მარ­თუ­ლე­ბით 54%-ს აქვს, ხო­ლო გამო­კით­ხულ­თა 45% ფიქრობს, რომ 2024 წელს მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­იზრ­დე­ბა შენობა-ნაგებობებში.
აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, აღჭურვილობის მიმართულებით ყველაზე დადებითი
პროგნოზი ფიქსირდება მრეწველობის სექტორში. კერძოდ, მრეწველობის სექტორში გამოკითხულ
კომპანიათა 75% აპირებს გაზარდოს ინვესტიციები აღნიშნული მიმართულებით. რაც შეეხება
პროგრამულუზრუნველყოფას/მონაცემთა ბაზებს, ამ მიმართულებით ყველაზე დადებითი მოლოდინი
მომსახურების სექტორში ფიქსირდება, სადაც გამოკითხულთა 67% მოელის ინვესტიციების ზრდას.
სექტორებს შორის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში ფიქსირდება ყველაზე პოზიტიური
მოლოდინი შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით (50%).
ინფორმაციისთვის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა წელი­წად­ში ორ­ჯერ, პი­ემ­სი კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი აგ­რო­ვებს მო­ნა­ცე­მებს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის­თ­ვის გამო­კითხუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იყო­ფა ოთხ სექ­ტო­რად (როგორც, BAG ბიზ­ნეს კლი­მა­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში):
ვაჭ­რო­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბა, მრეწ­ვე­ლო­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა. 2024 წლის მესამე კვარ­ტალ­ში ჩა­ტა­რებულმა კვლე­ვამ შე­ა­ჯა­მა BAG-ის წევ­რე­ბი­სა და მათ ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ერ 2023 წელს
გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და მა­თი გეგ­მე­ბი 2024 წლის­თ­ვის.