BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, 9%-მა თქვა, რომ შემცირდა, ხოლო 68%-მა დააფიქსირა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
რაც შეეხება 2025 წლის II კვარტალის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 29% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, 6% კლებას, ხოლო 64% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
ვაჭრობის სექტორში, I კვარტალში 23%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო 10%-მა შეამცირა, დანარჩენმა კი უცვლელი დატოვა. II კვარტალში ზრდას 35%, კლებას კი 6% ელის.
მომსახურების სექტორში I კვარტალში კლება 11%-მა ზრდა კი 23%-მა დააფიქსირა, II კვარტალში 9% შემცირებას, 29% კი მატებას ელის.
მრეწველობაში კლება არ დაფიქსირებულა და არც ამის მოლოდინია. I კვარტალში ზრდა 18%-ის შემთხვევაში იყო, კომპანიების 24% კი ასევე ზრდას ელის II კვარტალში.
მშენებლობის სექტორში კომპანიების 8%-მა შეამცირა დასაქმებულები და II კვარტალშიც კლებას 8% ელის. ზრდა 33%-მა დააფიქსირა, მოლოდინი კი 25%-ს აქვს.
