კომპანიების უმეტესობა ელის, რომ ლარი დოლართან გამყარდება ან უცვლელი დარჩება – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 86%-ის მოლოდინია, რომ მომდევნო 6 თვეში ლარის კურსი დოლართან მიმართებით არ შეიცვლება, გამყარების მოლოდინი 10%-ს აქვს, გაუფასურებას კი მხოლოდ 4% ელის.