2024 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 17.9 მილიონი ლარი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“ „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს.
2024 წლის II კვარტალში „ტელეიმედს” 161 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 100 000-დან 500 000 ლარამდე „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა, „პსპ ფარმა“-მ, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“, „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“-მა, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ“, „ავერსი ფარმა“-მ, „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ და „გლობალ ბიერ ჯორჯია“-მ დახარჯეს.
„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) 2024 წლის მეორე კვარტალში სულ 156 დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „ავერსი ფარმა“-მ და „ვიმ ბილ დან საქართველომ“, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე – „შპს ორთაჭალა გეითი“-მა, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“-მა, „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“ „მარტინ პამაჩ“-მა, „FICOSOTA”-მ და „ლაქტალის ჯორჯია“-მ გადაიხადეს.
„მთავარ არხს“ ამავე პერიოდში სულ 68 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც 100 000-დან 500 000 ლარამდე “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „პსპ ფარმა“-მ, „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „ავერსი ფარმა“-მ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დახარჯეს. 50 000-დან 100 000-მდე გადაიხადეს „ბერლინ ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“-მ და „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“-მა, ხოლო კომპანებს, რომლებმაც მაუწყებელს 7 000-დან 50 000-მდე ლარი გადაუხადეს „Henkel Central Asia Caucasus LLP”, “ვიმ ბილ დან საქართველო“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ წარმოადგენენ.
„პოსტვ“-ისთვის რეკლკამის დამკვეთების რაოდენობა 2024 წლის II კვარტალში 45 იყო, აქედან კი ყველაზე მეტი – 100 000-დან 500 000 ლარამდე „შპს ჯეოკეპ“-მა, „სადისტრიბუციო კომპანიამ“, „შპს ბუნებრივმა აირმა“ „სტერეო+“-მა და „რესპუბლიკამ“ გადაიხადეს. 50 000-დან 100 000-მდე დახარჯეს „ქართული რძის პროდუქტებმა“, ასევე, „ტიფლის ფაბ“-მა, და „ფალავანმა“. „ნესტლე საქართველომ“ და „არქი პრომოუშენმა“ კი მაუწყებელს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში გადაუხადეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ამავე პერიოდში 48 დამკვეთი ჰყავდა. დამკვეთ კომპანიებს, რომლებმაც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს „შპს ქონთენთ მენეჯმენტ ქომფანი“ და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000-მდე გადაიხადეს „პსპ ფარმა“-მ, „შპს პეტრა სი რეზორტ“-მა და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“. რაც შეეხება „თეგეტა მოტორსს“, „ჩინური მედიცინის ცენტრს“, „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში“, „შპს ორთაჭალა გეითს“ და მამუკა ხაზარაძეს, მათ „ფორმულაზე“ რეკლამაში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს.
„ტელეკომპანია პირველს“ მიმდინარე წლის II კვარტალში 55 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც „პსპ ფარმა“-მ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ ყველაზე მეტი – 100 000-დან 500 000-მდე ლარი გადაიხადეს. 50 000-დან 100 000-ის ფარგლებში დახარჯა „სან პეტროლეუმ ჯორჯია“-მ, ხოლო იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მაუწყებელს 7 000-დან 50 000-მდე გადაუხადეს, შემდეგია: „შპს პირველი მეღვინეობა“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „დრიმლენდ ოაზისი“, „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“, „ნოვა“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „თ და კ რესტორნები“.
ხოლო რაც შეეხება „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს, ამავე პერიოდში მათი რეკლამის დამკვეთების რაოდენობა სულ 42 იყო, საიდანაც 50 000-დან 100 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ და „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა დახარჯეს. 7 000-დან 50 000-მდე გადაიხადეს „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“, “FICOSOTA”-მ, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ“, „ლაქტალის ჯორჯია“-მ, „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „Egis Pharmaceuticals PLC“-მა, „იბერია რეფრეშმენტს“-მა და „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“-მ.