სახანძრო უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სერვისის მიმწოდებელი კომპანია Jetex-ი სომხეთის ბაზარზე შედის. როგორც კომპანიის დირექტორმა რევაზ მესხმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, Jetex-ი სექტემბრის დასაწყისში ერევანში სამშენებლო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, ადგილობრივ ბაზარს საკუთარ თავს გააცნობს და ოქტომბრიდან Jetex-ის შოუ-რუმიც გაიხსნება.
მისივე განმარტებით, “Jetex Armenia”-ს გახსნა გაფართოების მიზნით გადაწყვიტეს, რომელიც იქნება ცალკე კომპანია, ადგილზე იქნება დაფუძნებული და განვითარებას დამოუკიდებლად დაიწყებს.
“სომხეთში მიდის იგივე პროცესები, რაც ჩვენთან 5-6 წლის წინ დაიწყო სახანძრო სისტემებთან დაკავშირებით. სომხეთის ბაზარზე შესვლა დაიწყო ჩვენი პროდუქციის საცალო გაყიდვით. გავიცანით კარგი ხალხი, რომლებთანაც დავიწყეთ პარტნიორობა და გადავწყვიტეთ Jetex Armenia გაგვეხსნა.
