კომპანია “რუსთავის წყალი” 19 დეკემბრიდან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” ერთიანდება

2023 წლის 19 დეკემბრიდან კომპანიების – ,,რუსთავის წყლისა” და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გაერთიანების შედეგად ქალაქ რუსთავის აბონენტებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოემსახურება. ამის შესახებ ნათქვამია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, რუსთავის წყალი, როგორც იურიდიული პირი აღარ იარსებებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქ რუსთავის მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 24 – საათიან რეჟიმში უზრუნველყოფას „ჯივიპი“ გააგრძელებს.
კომპანია მომხმარებლებს როგორც წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების, ასევე ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს.
მათივე ინფორმაციით, ,,რუსთავის წყლის” ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” გაერთიანება ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტიან მართვასა და ინვესტიციების შეუფერხებელ განხორციელებას.
„ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის 22 00 11, „ჯივიპის“ ოფიციალური ვებ-გვერდისა (www.gwp.ge) და სოციალური ქსელების საშუალებით შეუძლიათ.
ქალაქ რუსთავის სერვის ცენტრი აბონენტების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა მომხმარებლებს ასევე კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] შეეძლებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ