კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ

კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
შესაბამისი პოსტი „ტვიტერზე“ „მეტას“ პრესსპიკერმა დაწერა.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები ჩვენს სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენ ამჟამად ამაზე ვმუშაობთ“, – წერს „მეტას“ პრესსპიკერი ენდის სტოუნი „ტვიტერზე“.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ არ მუშაობს. მომხმარებლებს სოციალური ქსელი დაახლოებით ერთი საათის წინ გაეთიშათ.
სოციალურ ქსელებს პრობლემა აქვთ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს