კომპანია “მეამა” აცხადებს, რომ სანქცირებულ “იმედთან” და პოსტ ტვ”-თან თანამშრომლობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ტელევიზიის, „ტვ იმედისა“ და „პოს ტვ“-ს ეთერში – კომპანია “მეამა” განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს

„გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „ტვ იმედთან“ და „პოს ტვ-სთან“ თანამშრომლობაზე.

კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა.

ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, “მეამა”-ს გუშინდელ განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა, მაგალითად “ხალხის ძალის” წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა: სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცოტა ტვინი რომ დააყოლონ, არა?!

გია აბაშიძემ კი “მეამას” დირექტორს ვითომ მედასავლეთე უწოდა.