სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანია „იჯიესის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 50%-იან წილს მრავალი მცდელობის შემდეგ, კიდევ ერთხელ ყიდის. აუქციონი 22 აპრილსაა ჩანიშნული და ლოტის საწყისი ღირებულება, თითქმის 600 000 ლარით ნაკლებს, 1 578 000 ლარს შეადგენს.
კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება: 1. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N88-ში არსებული შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი (ს/კ N03.01.21.048); 2. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N88-ში არსებული 18608 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N11 შენობა-ნაგებობები (ს/კ N03.01.21.743)
„იჯიესის“ აქტივები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) – 472 791 ლარი იყო, ხოლო ვალდებულებები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) – 0 ლარი.
კომპანიის საკუთარი კაპიტალი, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, 472 791 ლარს შეადგენდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50%-ის მფლობელია „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“ (ნიდერლანდები).