კომპანია „ვისოლმა“ რეკლამიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა

კომპანია „ვისოლმა“ რეკლამიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა — სარეკლამო ვიდეოს ახალ სატელევიზიო ვერსიაში, მსახიობის მხოლოდ ხელი ჩანს.
 „ფორმულა“ „ვისოლ“ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერს დაუკავშირდა, რომლისგანაც პასუხს ამ დრომდე ველოდებით
განახლება: კომპანია “ვისოლმა” მომხდარი კონტრაქტის ვადის გასვლითა და კადრის გამოყენების ნებართვის არარსებობით ახსნა. გთავაზობთ ვისოლის განცხადებას:
„მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან“