12 ივლისს დაწყებული “ევოლუშენ ჯორჯიას” 4 000-ზე მეტი თანამშრომლის გაფიცვა ამ დრომდე გრძელდება. პროფკავშირ “ლაბორის” ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე BM.GE-სთან ადასტურებს, რომ გაფიცულ დასაქმებულთა მოთხოვნები კვლავ იგივე რჩება.
“მოთხოვნები იგივე რჩება. ამ დროის განმავლობაში “ევოლუშენმა” ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგი მიიღო. საერთაშორისო მხარდაჭერა ამ პროცესს ძალიან დიდი აქვს, ამიტომ გრძელდება და გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე”, – აცხადებს გიორგი დიასამიძე.
