იტალიაში, კომოს ტბაზე ჩასულ ტურისტებს საშუალება ექნებათ, თუნუქის ქილაში დალუქული ტბის ჰაერი შეიძინონ. ინფორმაციას nbcnews.com ავრცელებს.
„ჰაერის კონსერვების“ გაყიდვა კომპანია ItalyComunica-მ დაიწყო და თითო ქილა 11 ევროდ იყიდება.
ქილა კომოს ტბის ტერიტორიაზე შეგროვებულ „100%-ით ბუნებრივ ჰაერს“ 400 მლ-ის მოცულობით შეიცავს.
ცნობისთვის, 2023 წელს კომოს ტბას 5,6 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება.