კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას

კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას
კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტით საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება.
„რაც შეეხება აქციას, ყოველდღიურად ადამიანების რაღაც რაოდენობა იკრიბება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ეს თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა. თუმცა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. პირიქით, ეს არის საჩუქარი რეალურად ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის.
ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას. ზუსტად ასეთივე საჩუქარია მისი და მისი ერთი-ორი მეგობრის ვიზიტი პოსტ საარჩევნო პერიოდში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად