გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კულტურის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.
დღეს დღის მეორე ნახევარში თეა წულუკიანის, ზურაბ აზარაშვილის და გიორგი ამილახვრის მოსმენა მიმდინარეობდა. პროცედურა ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.
მანამდე, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს.
კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა.