კომისიის სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

წინა ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის დროებით შემსწავლელ კომისიაში გამოკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის არგამოცხადების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
აღნიშნული ინფორმაცია პროკურატურამ ფორმულას დაუდასტურა.
27 მარტს, კომისიამ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას გადასცა.
ამასთან, პროკურატურამ გამოძიება კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 26 მარტს დაიწყო. მას არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავებიან.

მუხლი ერთი წლით პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.