კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიასა და სოზარ სუბარს შორს სიტყვიერი დაპირისპირება იყო – გახარიამ სუბარს მიმართა: „რას ბოდავ“, სუბარმა კი ურჩია, რომ „წესიერი სიტყვები” გამოიყენოს

თქვენ ხომ დაადასტურეთ, რომ შეხვდით ამერიკის ელჩს – იმ შეხვედრაზე მელიაზე თუ იყო საუბარი? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ს დაკავებაზე საუბრისას.
ამ კითხვაზე, გახარიამ უპასუხა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველაფერზე, კონკრეტულად მელიაზე იყო საუბარი თუ არა არ ახსოვს.
ამასთან, გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაკავება მისი გეგმის მიხედვით რომ მომხდარიყო, არანაირი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყვებოდა და არც შეწყალება დასჭირდებოდა.
„იმ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველაფერზე, კონკრეტულად მელიაზე იყო თუ არა საუბარი, არ მახსოვს, რომც ყოფილიყო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მელიას დაკავება მაშინ რომ მომხდარიყო ისე, როგორც ვითხოვდი ამას, არანაირი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, არანაირი პრობლემა და არანაირი შეწყალება არ დასჭირდებოდა. ეს იყო ჩემი პოზიცია. აქ არის ფაქტები: დააკავეთ ისე, როგორც დააკავეთ“, – უპასუხა გახარიამ.
ასევე გახარიას კითხვა დაუსვა კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა, კერძოდ სუბარმა გახარიას ჰკითხა, რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, 17 თებერვალს, გადადგომის წინა დღეს, იყო თუ არა საუბარი მელიაზე, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ იყო ნიკა მელიაზე საუბარი და ელჩის პოზიცია იყო, რომ -„დასაკავებელია უნდა დააკავოთ“.
„ბევრ სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი. მათ შორის, მასზეც [ნიკა მელია] იყო საუბარი. „დასაკავებელია უნდა დააკაოთ“, „საქართველოს კანონმდებლობა უნდა აღასრულოთ“ ,- აღნიშნა გახარიამ.
დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა გახარიას ასევე ჰკითხა, თუ რატომ ითხოვდა ნიკა მელიას დაკავებისთვის რამდენიმე დღეს.
კერძოდ, სუბარის რეპლიკას – „რამდენიმე დღეს რატომ ითხოვდით? რა იყო ეს რამდენიმე დღე. ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ უნდა ჩამოფრინდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ მობილიზება უნდა მოეხდინა“ – სუბარსა და გახარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ნუ ღელავთ სოზარ, აქ ვარ. რას ბოდავ ახლა, სოზარ“ – მიმართა გახარიამ, რაზეც სუბარმა მოუწოდა, რომ „წესიერი სიტყვები გამოეყენებინა“.
„ცოტა ემოციები მართეთ. ბოლო ბოლო, ერთად გვიმუშავია. „ნაციონალური მოძრაობის“ მობილიზება და რაღაცებს ჰყვები. 2008 წელს შენ იყავი პირველი, რომელმაც აღიარა მიშას გაყალბებული . ერთი გაჩერდი რა!“,- აღნიშნა გახარიამ.
„მატყუარა ხარ“,- მიმართა სუბარმა გახარიას.
სიტყვიერ დაპირისპირებაში კომისიის თავმჯდომარე ც ჩაერთო, რომელმაც გახარიას მოუწოდა, „ნუ უზრდელობთ, ბატონო გიორგი“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას