კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით

კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით
ჩვენი დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების ამ ოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, – ამის შესახებ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომლის გაცნობის შემდეგაც, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ნათელი გახდება, თუ როგორი ვითარება იყო საქართველოში, ვინაიდან, დასკვნაში ფაქტებია მოცემული და არამხოლოდ კომისიის შეფასებები.
“ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები გაეცნობიან მას, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტები როგორი იყო და არა რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები მხოლოდ. აქ არის, ასე ვიტყოდი, ქრონოლოგიურად, ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაციები ერთ დოკუმენტში თავმოყრილი, რაც საკუთრივ მხოლოდ ამიტომ არის ამ დოკუმენტის ღირებულება.
მოცემული დოკუმენტი, ასევე, იმედი მაქვს, გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე, შესაბამის სასამართლოებს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის,რ ომ ნამდვილი ანალიზი, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სხვათა შორის, არსებობს და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა ასევე გამოადგებათ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა

კომისიის დასკვნაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, გარემოებებს. მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის დასკვნაში