ეროვნული ბანკის მიერ 25 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დოლართან 2.71-ია, ხოლო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია, თუმცა, კომერციული ბანკების მობაილ ბანკის კურსით, ამ წუთებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს.
ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ლარმა ევროსთან და დოლართან გაუფასურება არჩევნების დღესვე დაიწყო. გუშინ კომერციულ ბანკებში ევროს ფასი 3 ლარს აღემატებოდა. რაც შეეხება დოლარს, კომერციულ ბანკებში, ერთი დოლარის შეძენა 2.8050-2.8250 ლარად, ხოლო გაყიდვა 2.6850–2.6900 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი.
ამას შეიძლება მხოლოდ ორი ახსნა ჰქონდეს: ან მოლოდინებია პესიმისტური, ნეგატიური, ანაც დღეს დოლარზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად ხვალ დილიდანვე “კომერსანტი”, ფინანსისტებთან და ეკონომისტებთან გაარკვევს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფენომენი და შემოგთავაზებთ ექსპერტულ შეფასებებს და პროგნოზებს, რას უნდა ველოდოთ ლარის კურსთან დაკავშირებით.
მანამდე იხილეთ “საქართველოს ბანკისა” და “თიბისი ბანკის” ლარის კურსის მაჩვენებლები დოლართან მობაილბანკებში:
ცნობისთვის, სავალუტო ბაზარზე ბოლო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს განახორციელა, როცა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი დოლარი გაყიდა.
როგორც მარეგულირებელში განმარტეს, სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღეს.