კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს 1554 კონტრაქტს, რაც ეკონომიკის სფეროში ბოლო 10 წელში გაფორმდა –

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 1554 კონტრაქტს აქვს კომერციული საიდუმლოს სტატუსი.
ეს განცხადება მ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა დღეს, 26 ნოემბერს – მას პლენარულ სესიაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ – „იგლ ჰილსის“ (Eagle Hills) $6.5 მლრდ-იან ინვესტიციასთან დაკავშირებით. მოსმენილია მისი მოხსენება „განათლების რეფორმაზეც“.
მ განაცხადა, რომ პარტნიორი კომპანიის – „იგლ ჰილსის“ „წმინდა კომერციული ინტერესია“, კონტრაქტი იყოს კონფიდენციალური, რათა „ჰქონდეს სივრცე, აწრმოოს მოლაპარაკებები სხვა პარტნიორებთან“.
„ეს არის მიღებული პრაქტიკა, რაც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა მან და სწორედ მაშინ თქვა:
„გასული 10 წლის განმავლობაში კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას, მათ შორის ანაკლიის პორტის ხელშეკრულებას“.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროში 2020 წელს, – კოვიდპანდემიის დროს, – 10 ხელშეკრულება გაფორმდა, – მათ შორის ფარმაცევტულ გიგანტ „ფაიზერთან“, „სინოფარმთან“ და „სინოვაკთან“, – და ათივე მათგანი „კომერციული საიდუმლოების სტატუსით“.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე – საქართველოს მთავრობა და კომპანია „იგლ ჰილსი“, რომელსაც უწოდა „მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია“ და „დუბაის სასწაულის შემოქმედი“.
მან ხაზი გაუსვა, რომ:
· „საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ“;
· „ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან, ჩვენ შევდივართ მიწით, მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში“;
· „ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის კომპანიის მხარეს“.
ასევე დასძინა, რომ „როდესაც ეს კომპანია შედის ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ მაღალი დონის საინვესტიციო გარემოა ჩამოყალიბებული და ამას ექნება შემდგომი ეფექტი შემდგომი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“.
ეს განცხადებები კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა დღეს, 26 ნოემბერს – მას პლენარულ სესიაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ – „იგლ ჰილსის“ $6.5 მლრდ-იან ინვესტიციასა და „განათლების რეფორმაზე“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საქართველოში „ერთი ჯგუფი“ წლების მანძილზე ცდილობს ყველაფერი დადებითის „დისკრედიტაცია მოახდინოს“ – „ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი დამკვეთებთან ერთად, რომ ქვეყნის განვითარებას შეუშალონ ხელი“; ამ კონტექსტში ახსენა „ჰესების თემა“. მან მადლობა გადაუხადა კობახიძეს, რომ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად მივიდა.
კობახიძის პარლამენტში გამოსვლისას აამოქმედეს „უსაფრთხოების ყვითელი დონე“, რითაც პარლამენტის სასახლეში შესვლა აეკრძალათ არა უბრალოდ ვიზიტორებს, არამედ ონლაინ მედიის წარმომადგენლებსაც. შენობაში დაუშვეს ტელემედიის წარმომადგენლები.
პარალელურად, პარლამენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ