კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 692.03 მილიონი ლარით გაიზარდა

2024 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 380.13 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 30.85 მილიარდი ლარი შეადგინა.2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.73% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.633 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.53 პროცენტული პუნქტით).