კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება

“კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დიდმა ბრიტანეთმა ხუთ, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. საბაბი კი ამ კომედიის არის ქართველი ძალოვნების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს სანქციები ვინმეს შეაშინებს.
“უკვე კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
დღეს უკვე დიდმა ბრიტანეთმა ხუთ, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები, რომელიც მოიცავს აქტივების დაყადაღებას და სამოგზაურო შეზღუდვას. საბაბი კი ამ კომედიის არის ქართველი ძალოვნების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვიდეო მასალა არსებობს იმისა თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელებს აქციის მონაწილენი მოლოტოვის კოქტეილებით, როგორ ესვრიან დამიზნებით პიროტექნიკას და ბლაგვ საგნებს, ამას რატომღაც არ იმჩნევენ.
ამიტომ ფარსია ეს ყველაფერი, რომელსაც ორი პარასკევი აქვს დარჩენილი და ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს სანქციები ვინმეს შეაშინებს, ამერიკის და ევროპის სანქციები არ იყო ამის დასტური?”- წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ