კომაროვის სკოლის პედაგოგებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

კომაროვის სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VI საერთაშორისო ტურნირზე ოქროს 3, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს.
გუნდურ შეჯიბრებაში კომაროვის სკოლის გუნდი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით დასწრებულ და ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც 9 ქვეყნის 80-ზე მეტი სკოლის 500 -ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო სკოლა-პანსიონი კომაროვის 9 პედაგოგმა.
სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:
თეიმურაზ კალატოზი, ფიზიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;
ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;
ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;
გიორგი ლომიძე, ფიზიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;
ვახტანგ კურცხალია, ფიზიკის პედაგოგი – ბრინჯაოს მედალი;
ოლეგ გაბრიაძე, ფიზიკის პედაგოგი – ბრინჯაოს მედალი;
ირაკლი უგულავა, ფიზიკის მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;
დაჩი ჭოტაშვილი, ფიზიკის მწვრთნელი – ბრინჯაოს მედალი;
ანდრია მანჯავიძე, ფიზიკის მწვრთნელი – ბრინჯაოს მედალი.