კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სრული დაფინანსებით Bocconi University-ში აგრძელებენ

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ ლაბაძე, ლევან მაჩიტიძე, ანი გვარამაძე და ნიკა ვანაძე სწავლას სრული დაფინანსებით Bocconi University-ში აგრძელებენ. ინფორმაციას სკოლა – პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარიამმა, ანიმ და ნიკამ International Economics and Finances მიმართულება, ხოლო ლევანმა Mathematical and Computing Sciences for Artificial Intelligence მიმართულება აირჩიეს.
Bocconi University იტალიაში, ქალაქ მილანში მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია ევროპაში. ცნობილია თავისი აკადემიური შედეგებით, საერთაშორისო პერსპექტივითა და ძლიერი კავშირებით ბიზნეს საზოგადოებასთან. მსოფლიოში მუდმივად ხვდება 20-ში ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას ცნობილ კომპანიებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში