კოლუმბიის პრეზიდენტი – კოლუმბიის წინააღმდეგ -ის სამხედრო მოქმედებების რეალური საფრთხე არსებობს

კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს განცხადებით, კოლუმბიის წინააღმდეგ -ის სამხედრო მოქმედებების რეალური საფრთხე არსებობს.
კითხვაზე, თუ როგორ დაიცავს კოლუმბია თავს აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, პეტრომ უპასუხა, რომ ურჩევნია დიალოგი და რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, დასძინა: „კოლუმბიის ისტორია აჩვენებს, თუ როგორ პასუხს სცემდა ის დიდ არმიებს“.
„საქმე არ ეხება დიდ არმიასთან ისეთი იარაღით დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ საჰაერო თავდაცვაც კი არ გვაქვს. ამის ნაცვლად, ჩვენ ვენდობით მასებს, ჩვენს მთებსა და ჩვენს ჯუნგლებს, როგორც ყოველთვის“, – აღნიშნა გუსტავო პეტრომ.
ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტმა უარყო ს ბრალდებები, რომ მას კოკაინის დამზადება და შეერთებულ შტატებში გაყიდვა უყვარს.
„ყოველთვის დასტურდება, რომ მე ამაში ჩართული არ ვარ. 20 წელია ნარკოკარტელების წინააღმდეგ ვიბრძვი“, – აღნიშნა გუსტავო პეტრომ.
ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტმა აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურების (ICE) აგენტები „ნაცისტური ბრიგადების“ მსგავსად მოქმედებაში დაადანაშაულა.
მისი მტკიცებით, ICE მივიდა იმ წერტილამდე, სადაც ის ქუჩებში „არა მხოლოდ ლათინოამერიკელებს დევნის, არამედ ასევე კლავს შეერთებული შტატების მოქალაქეებსაც“.
კოლუმბიის პრეზიდენტის თქმით, თუ ეს გაგრძელდება, „იმპერიული ოცნების ნაცვლად, რომ აშშ მთელ მსოფლიოში გაბატონდეს, შეერთებული შტატები მსოფლიოსგან იზოლირებული გახდება“.