„კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ამ ქვეყნის ლიდერის, ვაშინგტონის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობაში დადანაშაულებული ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავების შემდეგ სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთი ქვეყნის, კოლუმბიის პრეზიდენტს ემუქრება.
ტრამპმა, რომელიც 4 იანვარს ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ და მას მართავს „ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც მოსწონს კოკაინის წარმოება“ და -ში გაყიდვა, მაგრამ ამას დიდხანს ვეღარ გააკეთებს.
ჟურნალისტის შეკითხვას ნიშნავს თუ არა ეს კომენტარი, რომ მომავალში ოპერაცია შესაძლოა, კოლუმბიაშიც ჩატარდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს მისთვის „კარგად ჟღერს“.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო კოკაინის წარმოებაში დაადანაშაულა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზეც.
თავის მხრივ, კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და წლები აქვს მიძღვნილი გავლენიან პოლიტიკოსებსა და შეიარაღებულ ნარკომოვაჭრეებს შორის არსებული კავშირების გამოძიებისა და გამოაშკარავებისთვის.
3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელაში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.
მადურო და ფლორესი ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს. მათ აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.
ვენესუელის მთავრობამ აშშ-ს ბრალი დასდო სამხედრო აგრესიაში, რომლის მიზანია ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა.
3 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ როდრიგესი თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ძვირად დაუჯდება
ფორუმი