კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ განცხადებას კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები მას შემდეგ გააძევა, რაც არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ CNN-თან ინტერვიუში კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ტერორისტი“, „მკვლელი“ და „კომუნისტი“ უწოდა.
„არგენტინის პრეზიდენტის კომენტარებმა ჩვენი ერის ნდობა შეარყია, ასევე, პრეზიდენტი პეტროს ღირსება შეურაცხყო, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, იანვარში, მილეის მიერ გაკეთებული მსგავსი კომენტარების გამო კოლუმბიამ არგენტინიდან თავისი ელჩი გაიწვია.
გუსტავო პეტრო კოლუმბიის პირველი მემარცხენე პრეზიდენტია, რომელიც წარსულში პარტიზანული „19 აპრილის მოძრაობის“ წევრი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება