სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიელ ევროპარლამენტარს, რიჰარდს კოლსს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობს საქართველოს მხარდაჭერისა და რეპრესიული რეჟიმის წევრების სანქცირებისა დაწესების მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ კოლსი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებს.
“შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან: საქართველო დგას გზაჯვარედინზე – საჭიროა ახალი არჩევნები, რეპრესიების ძლიერდება და ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი. სიტუაცია გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-სგან მხარდაჭერა დაკარგეს და ამიტომ, ევროკავშირმა უნდა გადადგას ნაბიჯი ამ ვაკუუმის შესავსებად – მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თავისთავად, დემოკრატიას. მხოლოდ გუშინ, 100 000 ქართველი გამოვიდა ქუჩაში. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ სანქციებზე. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ სანქციები საჭიროა, მათ შორის იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ბრმად ასრულებენ რეჟიმის მითითებებს. მე აღვნიშნე, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია არის ცხადი. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპული და არა ოლიგარქებისა და კრემლის მარიონეტების მიერ ნაკარნახევი. თანამშრომლობის გაგრძელება საჭიროა”, – წერს ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე.
Meeting with President @Zourabichvili_S
Georgia stands at a crossroads—new elections are needed, repression is intensifying, and the opposition must stay united. The situation is worsening after the loss of U.S. aid, and the EU must step in to fill the vacuum—supporting… pic.twitter.com/l7heyRKWEi — Rihards Kols (@RihardsKols) February 16, 2025
