კოლო მუანის ზამთარში გაყიდვა გადაწყდა – დარჩენა ლიგა 1-ში თუ პარიზიდან კარიერის მანჩესტერში გაგრძელება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის 26 წლის ფორვარდ რანდალ კოლო მუანის გაყიდის.
პარიზელთა მოქმედი მწვრთნელი ლუის ენრიკე ფრანგ თავდამსხმელს პრაქტიკულად არ ათამაშებს და მისი იმედი აღარ აქვს. ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მონაკო” გამოთქვამენ.
კოლო მუანის პსჟ-ისთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt მას 30 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში კოლო მუანიმ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში