კოლორადოში შეიარაღებული მძარცველების მანქანა სხვა მძარცველმა გაიტაცა

კოლორადოში სამი შეიარაღებული და ნიღბიანი მძარცველი ჩეკის განაღდების პუნქტს დაესხა თავს, რა დროსაც, სხვა პირმა მათი მანქანა გაიტაცა. ინფორმაციას კოლორადოს პოლიცია ავრცელებს. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ისინი 18 წლამდე ასაკის არიან.
Commerce City-ს პოლიციამ სამი მძარცველიდან ორი დააკავა და შემთხვევას “მოულოდნელი და ირონიული გადახვევა” უწოდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
“როდესაც ტრიო ძარცვავდა ბიზნესს, მეოთხე კრიმინალმა მოიპარა მათი მანქანა. ოფიცრები შეიჭრნენ ტერიტორიაზე და სწრაფად აედევნნენ მათ. ჩვენ მშვიდად ვართ, არავინ დაშავებულა.” – განაცხადა პოლიციამ.