კოლორადოში თავს დაესხნენ ებრაული თემის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას

სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა ამერიკის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში, ებრაული თემის მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებზე თავდასხმის შედეგად.
მსვლელობა 1 ივნისს მიმდინარეობდა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მძევალთა მხარდასაჭერად.
მსვლელობის მონაწილეებს აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინა კაცმა, რომელიც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, მოჰამედ საბრი სოლიმანია. ის ყვიროდა: „თავისუფლება პალესტინას”. თავდამსხმელი დაკავებულია.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 2005 წელს სოლიმანი აშშ-ში თავშესაფარს ითხოვდა და უარი მიიღო.
თავდასხმის შედეგად მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო მსვლელობის რამდენიმე მონაწილემ. დაშავებულთა ასაკი 52-დან 88 წლამდეა. ამ ეტაპზე აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო თავდასხმას ტერაქტად განიხილავს.
ს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა მომხდარს უწოდა „საშინელი ანტისემიტური ტერაქტი“.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· თავდასხმის პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
ფორუმი