კოლორადოს შტატის პრაიმერიზში დონალდ ტრამპის მონაწილეობის საკითხს აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სააპელაციო საჩივრის მოსმენას დათანხმდა.
გასული წლის დეკემბერში, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, ყოფილ პრეზიდენტს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება ფედერალური თანამდებობის დაკავებას იმ პირებს უკრძალავს, რომლებსაც აჯანყებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
დონალდ ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს შესწორება ყოფილ პრეზიდენტს არ ეხება.
