კოლორადოს სასამართლომ ტრამპს შტატის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

შტატ კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერში და სხვა არჩევნებში აეკრძალა მონაწილეობა, წერს „ეს-ენ-ბი-სი“.
შვიდიდან ოთხმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპმა დაარღვია კონსტიტუციის მე-14 შესწორება – წამოიწყო აჯანყება [2021-ის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრა] -ის წინააღმდეგ, რაც უკრძალავს მას სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას.
გადაწყვეტილება ჯერ არაა შესული ძალაში, რათა ტრამპს საშუალება ჰქონდეს, შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. მის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ასეც მოიქცევიან.
კოლორადოს სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, სათუოა, ტრამპის კოლორადოს არჩევნებში არმონაწილეობამ საერთო სურათზე დიდი გავლენა იქონიოს. რესპუბლიკურ შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილ პრეზიდენტს ისედაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში კოლორადო, ბოლო წლებია, დემოკრატ კანდიდატებს უჭერს მხარს. უახლესი გამოკითხვებით, ბაიდენი ამ შტატში ტრამპს, საშუალოდ, 7%-ით უსწრებს.
ტრამპისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის მოთხოვნით კამპანია სხვა შტატებშიც მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ამის სამართლებრივი ბაზისი სწორედ კონსტიტუციის მე-14 შესწორებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი