კოლორადოს მთებში 10 კვირის დაკარგული ძაღლი იპოვეს – ის გარდაცვლილ პატრონს არ ტოვებდა. როგორც ირკვევა, პატრონი, 71 წლის რიჩ მური, მთის, “ბლექჰედ პიკის” დალაშქვრისას უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მური ლაშქრობაში მეგობრებთან და საკუთარ ძაღლთან, ფინისთან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი კვალი მეგობრებმა გაუჩინარებისთანავე დაკარგეს. ერთადერთი, ვინც მის გვერდით ბოლომდე დარჩა, სწორედ ფინი აღმოჩნდა. მაშველები ამბობენ, რომ 10-კვირიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მათ ჯერ მისტერ მურის მანქანა იპოვეს, შემდეგ კი მაშველთა ერთმა ჯგუფმა იმ მწვერვალს მიაგნო, სადაც ფინი და გარდაცვლილი რიჩი იმყოფებოდნენ.
BBC წერს, რომ ძაღლის წონა 2-ჯერაა შემცირებული. მაშველები მის გადარჩენას “სასწაულებრივ შემთხვევას” უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ ფინი ყოველდღიურად მცირე ზომის ქვეწარმავლებით იკვებებოდა. ეკიპაჟმა ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადააფრინა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მურის ოჯახთან იმყოფება.
„ძალიან გვიხარია, რომ ფინი ოჯახს დაუბრუნდა. მათ საყვარელი ადამიანი დაკარგეს, თუმცა მაინც ჰყავთ ეს მშვენიერი, ერთგული მეგობარი, რომელმაც მისტერ მური ერთი წუთითაც არ მიატოვა”, – ამბობს სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვან ბრაიტინი.
ასევე ნახეთ:
“გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…” – ნინა წკრიალაშვილი დუმილს არღვევს
„ყურადღების და კრიტიკული აზროვნების დაქვეითება“ – როგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან