კოლიერსის გუნდმა აზერბაიჯანის რკინიგზისთვის სტრატეგიული აქტივების განვითარების ხედვა შეიმუშავა

„Colliers Georgia“, „Colliers UK“ და „Colliers Azerbaijan“-მა აზერბაიჯანის რკინიგზისთვის (Azerbaijan Railways CJSC – ADY) მასშტაბური საკონსულტაციო პროექტი შეასრულა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა ქვეყნის მასშტაბით, რკინიგზის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. ოფისებს შორის აღნიშნული თანამშრომლობა ხაზს უსვამს კოლიერსის მზარდ როლს რეგიონში, უძრავი ქონების სერვისების მიწოდების კუთხით.
ოთხი თვის განმავლობაში, გუნდმა დეტალურად შეისწავლა ADY-ის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების პორტფელი, რომელიც მოიცავდა 3,000-ზე მეტ შენობასა და 2,000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს, გააანალიზა ათობით საერთაშორისო მაგალითი და შეიმუშავა სტრატეგიული ჩარჩო კომპანიის აქტივების ღირებულების გასაზრდელად და პორტფელის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის. შეთავაზებული სტრატეგია გულისხმობს ტრანზიტზე ორიენტებულ ურბანულ განვითარებას (TOD), სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შესაძლებლობებს და შემოსავლების დივერსიფიკაციას, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მსხვილი ტრანსფორმაციული პროექტების სახით.
კოლიერსმა გამოავლინა განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე ლოკაციები ბაქოში, განჯასა და სასაზღვრო რეგიონებში. თითოეულ ობიექტზე მომზადდა უძრავი ქონების განვითარების კონცეფცია და დადგინდა ფინანსური მიზანშეწონილობა. შემუშავებული გეგმა ADY-ს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთრებაში არსებული ქონებების პოტენციალი და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებას.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ეტაპია „Colliers Azerbaijan”-ისთვის, რომელიც აზერბაიჯანის ბაზარზე უკვე 1 წელია ოპერირებს. 3 ოფისის კოლაბორაცია კი რეგიონული თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია.
colliers.ge | +995 32 222 4477| [email protected]
(R)