“კოლექტიური ფარჯიანი” გირჩევნიათ თუ “კოლექტიური ჩიჩილაკი”, თქვენ გადაწყვიტეთ” – ზურაბ ფარჯიანი

უბრალოდ განმარტებისთვის – ცხოვრებაში “ენჯეოშნიკი” არ ვყოფილვარ. განა ცუდ რამედ ვთვლი – უბრალოდ არ ვყოფილვარ. ვიღაცამ რომ თქვას, ფეხბურთელი ფარჯიანიო, მაგაზეც ვიტყვი რომ არც ფეხბურთელი ვყოფილვარ. ასევე არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი. არა-თუ საპარლამენტო სიაში ყოფნა და მსგავსი. პარტიული არ ვყოფილვარ საერთოდ. როდესაც და თუ ოდესმე ვიქნები რომელიმე პარტიის წევრი, აუცილებლად გეტყვით. დანარჩენი “კოლექტიური ფარჯიანი” ხომ არ გინდათო და რა გითხრათ. მყავს 2 შვილი, ვარ დევნილი სოხუმიდან, ვარ ს ომის გმირის შვილი, რომელიც აფხაზეთშივე შეეწირა ომს, ასევე ვარ იმ გვარის წარმომადგენელი, რომელიც მე-X საუკუნიდან არის უკვე მოხსენიებული, არასოდეს არაფერი არავისთვის მომიპარავს. არც ბიუჯეტისთვის, მაქვს “ბროლის ბუ” “რა?სად?როდის”-ში თამაშისთვის და არა “ბროლის ის🍆”, რაზეც ხელს იკიდებდნენ მათი მომხრეები კალაძის შტაბის წინ. და წარმოვადგენ იმ ყველაფერს, რასაც “ქოცები” ებრძვიან. ანუ წარმოვადგენ ქართველს, წარმოვადგენ ამ ქვეყნის წესიერ და ნორმალურ მოქალაქეს, რომელსაც ესენი ყელში ამოუვიდა. თორემ ვითმინე 2024-მდე და დიდად არავინ შემიწუხებია ჩემი აზრებით პოლიტიკაზე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მე რომ “ქოცების” სიაში ვიყო, ქებით ვიქნებოდი მათგანვე ცაში აყვანილი. მაგრამ არ ვარ ამ სიაში და არც ვიქნები. გატყუებენ ხალხო ყოველ სიტყვასა და წინადადებაში. “კოლექტიური ფარჯიანი” გირჩევნიათ თუ “კოლექტიური ჩიჩილაკი”, თქვენ გადაწყვიტეთ.