კოკა ქამუშაძე: და თუ ოდესმე უიმედობა შეგიპყრობთ, ეს ღამე გაიხსენეთ და მოუყევით თქვენს თავს

მწერალი კოკა ქამუშაძე:
თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს თვითორგანიზება არ შეუძლიათ – ამ ღამეზე მოუყევით.
თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს დისციპლინა არ გვაქვს – ამ ღამეზე მოუყევით.
თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს ზომიერად დალევა არ შეუძლიათ – ამ ღამეზე მოუყევით.
თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს ერთმანეთი არ გვიყვარს – ამ ღამეზე მოუყევით.
თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართულ ტრადიციებს ვებრძვით – ამ ღამეზე მოუყევით.
თუ ვინმე გეტყვით, რომ ცოტა ვართ – ამ ღამეზე მოუყევით.
თუ ვინმე გეტყვით, რომ მაინც არაფერი გამოგვივა – ამ ღამეზე მოუყევით.
თუ ვინმე ჩუმად არის და ამ ღამეზე არაფერს გეტყვით – ამ ღამეზე მოუყევით.
მოუყევით ყველას, ვინც არ ყოფილა, შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც ჯერ არ გყავთ, წინაპართა სულებს როცა მათ საფლავებზე გახვალთ.
და თუ ოდესმე უიმედობა შეგიპყრობთ, ეს ღამე გაიხსენეთ და მოუყევით თქვენს თავს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას