კოკა ქამუშაძე: ასე არ ჯობია? – ვინ ილაშქრა საქართველოზე რვაჯერ 1386-1403 წლებში? უცხო ძალამ

“აბა რა XXI საუკუნეა, ყველაფერი მარტივდება. რა დაიმახსოვრებს ამდენ თარიღს და ამდენ სახემწიფოს, ასე არ ჯობია?
– ვის დაუპირისპირდა 1121 ქართველთა ლაშქარი დიდგორის ველზე? უცხო ძალას
– ვინ ილაშქრა საქართველოზე რვაჯერ 1386-1403 წლებში? უცხო ძალამ
– ვინ გადაწვა თბილის კრწანისის ბრძლოაში გამარჯვების შემდეგ? უცხო ძალამ
– ვინ მოახდინა სარათველოს დემოკრატიული – რესპუბლიკის ანექსი 1921წ? უცხო ძალამ
– ვინ აწამა ქეთევან დედოფალი 1624წ? უცხო ძალამ
– რომელი იმპერიის მმართველი იყო ჯალალედინი, რომლის სახელსაც 100,000 ქართველის მოწამებრივი აღსასრული მიეწერება? უცხო ძალის
– ვინ მოაჭრა თავი პაატა სააკაძეს? უცხო ძალამ
– ვინ დაამარცხა თამარის ჯარმა ბასიანის ბრძოლაში 1202წ? უცხო ძალა
– ვინ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო 1801წ? უცხო ძალამ
– 1555 წლის დადებული ზავის მიხედვით რომელმა სახელწიფოებმა გაიყვეს საქართველო? უცხო ძალამ და უცხო ძალამ
გადაწერე საქართველოს ისტორია,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი კოკა ქამუშაძე.
შეგახსენებთ, ირაკლი  9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამ დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა “უცხოურმა ძალამ” განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”