“კოკა-კოლა” საშობაო ქარავანს აუქმებს – კომპანია მიზეზებზე

Coca-Cola Bottlers Georgia-ს ყოველწლიური ტრადიცია, საახალწლო ქარავნის სახით, წელს არ ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარავანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა.