კოკა კაციტაძემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე – ნათია სონღულაშვილთან ერთად, თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას შეხვდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ დელეგაციას სამსახურის საქმიანობა და გაფართოებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხებზე.
ქართულმა მხარემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციის წარმომადგენლებს საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობაზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და ასევე პრევენციის ეროვნული მექანიზმის (MPM) ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, მათთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი – ნიკოლოზ დარჩაშვილი, თურქმენეთის ომბუდსმენი- იაზდურსუნ გურბანნაზაროვა, თურქმენეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე-იაზგული აგაბაევი, თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი-იუსუფგული ეშაევი, თურქმენეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი-ამანმირატ ქერიმოვი, თურქმენეთის ომბუდსმენის თანაშემწე-მაგთიმგული ჰოჯამირადოვი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე-ბაგულ ქერიმოვა ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო