კოვტალიუკი “დილადან” “ვორსკლაში” გადავიდა, რომელსაც ზაფხულში ორი გოლი გაუტანა

28 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ნიკოლაი კოვტალიუკმა “დილა” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “ვორსკლაში” გადავიდა.
პოლტავური კლუბი კოვტალიუკს ჯერ კიდევ ზაფხულში შეუთანხმდა, ახლა კი კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაუფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, რომლის რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კოვტალიუკმა წელს “დილას” შემადგენლობაში “ვორსკლას” კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში გაუტანა გოლი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში