კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები გაუქმდება

კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება. ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.
„დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება 5 მლნ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა